მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 დემნა ბატონიშვილი (XII) ქართველი უფლისწული. ძე დავით V-სა. 1155 წელს ერთიანი საქართველოს მეფე დემეტრე I ტახტიდან გადადგა და მეფობა უფროს ვაჟს, დავით V-ს დაუთმო, თუმცა ქვეყნის მართვა ამ უკანასკნელს დიდხანს არ დასცალდა. ექვს თვეში ის მოკლეს და ტახტზე დემეტრე I-ის უმცროსი ვაჟი - გიორგი ავიდა. 1177 წელს, როდესაც დავით V ვაჟიშვილმა დემნა (დემეტრე) ბატონიშვილმა სრულწლოვანებას მიაღწია, ბიძას ტახტის დათმობა მოსთხოვა. გიორგი III პოლიტიკური კურსით უკმაყოფილო დიდგვაროვნებმა დემნას დაუჭირეს მხარი. ხელმწიფის მმართველობას რეალური საფრთხე დაემუქრა. დემნა ბატონიშვილის აჯანყებას მისი სიმამრი, ამირსპასალარი ივანე ორბელი ხელმძღვანელობდა. აჯანყებულებს მეფე გიორგის შეპყრობა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ მეფემ საჩუქრებითა და დიდი წყალობით განმდგარ დიდგვაროვანთა ნაწილი თანდათან თავის მხარეს გადაიბირა. დემნა ბატონიშვილი მომხრეებთან ერთად ლორეს ციხეში გამაგრდა. გიორგი III-მ ციხეს ალყა შემოარტყა. აჯანყებულთა რიგები ნელ-ნელა შეთხელდა და, ბოლოს, დემნა ბატონიშვილი იძლებული შეიქნა მეფე-ბიძას შეწყალების იმედით ჩაბარებოდა, თუმცა აჯანყებული უფლისწული მეფის ბრძანებით დაასაჭურისეს და თვალები დათხარეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.