Jump to content
Planeta.Ge

სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)


Recommended Posts

სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

 

http://i078.radikal.ru/0902/c5/2e191da9eafc.jpg

 

ქართველი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი.

 

დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. 1818 წელს შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, 1820 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1827 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიული ფაკულტეტი. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში. იყო გაზეთ "ტფილისის უწყებანის" ქართული გამოცემის რედაქტორი. პარალელურად დააარსა მისი დამატება - ჟურნალი "სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი". 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, 1834 წელს გადაასახლეს ვიატკაში, სადაც 31 წლისა ჭლექით გარდაიცვალა.

 

პეტერბურგში ყოფნის დროს სოლომონ დოდაშვილი მოექცა დეკაბრისტების გავლენის ქვეშ. დაპატიმრების დროს აღმოუჩინეს კ. რილეევის "ნალივაიკო". რუსეთსა და საქართველოში დოდაშვილს იცნობდნენ, როგორც მრავალმხრივ განათლებულ მოაზროვნეს, ფილოსოფიისა და იურიდიული მეცნიერების მიღწევებს დაუფლებულ კვალიფიციურ სპეციალისტსა და ანგარიშგასაწევ პიროვნებას. იგი იყო განმანათლებელი და ჰუმანისტი.

 

სწორედ პატრიოტიზმით ნაკარნახევი მისი განმანათლებლური იდეები დაედო საფუძვლად თერგდალეულთა მოღვაწეობას. 1832 წლის შეთქმულების გამომჟღავნების შემდეგ, რუსული ცარისტული რეჟიმის მიერ გატარებული მკაცრი რეპრესიების გამო დოდაშვილი სასწრაფოდ მოითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოშორებას ("სიტყვა-მოწოდება", ლექსი "მაისი"). იგი უარყოფდა მონარქიული წყობილების აღდგენას და რესპუბლიკის პრინციპებზე აგებული წყობილების მომხრე იყო. დოდაშვილი მკაცრად აკრიტიკებდა რუსულ კანონმდებლობას და რუსულ მმართველობას, ქართულ ადათ-წესებს კი ხმალამოღებით იცავდა და მათ პროპაგანდას ეწეოდა.

 

იყო ბელეტრისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, თუმცა მოწოდებით მაინც ფილოსოფოსი. დოდაშვილის ფილოსოფიური შრომებია: "ლოგიკა", "ლოგიკის მეთოდოლოგია" და "რიტორიკა". სოლომონ დოდაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. მისი წიგნი "შემოკლებული ქართული ღრამმატიკა" შეიცავს შემდეგ დისციპლინებს: მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია, წიგნი გამოირჩევა მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით.

 

დოდაშვილის "მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა", რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის პირველი ცდაა. სოლომონ დოდაშვილმა დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...