Jump to content
Planeta.Ge

ვიქტორ დოლიძე (1890-1933)


Recommended Posts

ვიქტორ დოლიძე (1890-1933)

 

http://i004.radikal.ru/0902/df/1673f30517b4.jpg

 

კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი.

 

ვიქტორ დოლიძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური მონაცემებით. კომერციულ სასწავლებელში სწავლისას იგი ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს. 1910 წელს თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე I პრემია დაიმსახურა. მშობლებს სურდათ, ვიქტორი ბანკის მოხელე გამოსულიყო. მართლაც, იგი სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და კომერციული ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ მას მუსიკა იტაცებდა და ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასებში მეცადინეობდა, იქვე მოისმინა მუსიკალური თეორიის კურსი. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. ვიქტორ დოლიძე სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ საოცრად მხიარული და ხალისიანი იყო, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით გამოირჩეოდა. მისი სამუსიკო კარიერა რომანსებით დაიწყო. იმხანად ქართულ თეატრში ძალზე პოპულარული იყო აქვსენტი ცაგარელის პიესა "ხანუმა". მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ დოლიძეს არანაირი შემოქმედებითი გამოცდილება არ ჰქონდა, მან მთელი წელი თავდაუზოგავად იმუშავა და ამ პიესის მიხედვით შექმნა შესანიშნავი ოპერა "ქეთო და კოტე". ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს შედგა და დიმიტრი არაყიშვილის ოპერის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერისთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიკური ოპერის დაფუძნების საქმე. "ქეთო და კოტეს" დიდი წარმატება ხვდა არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, ის არაერთგზის დაიდგა ბულგარეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში. ეს ოპერა დაედო საფუძვლად პირველ ქართულ მიუზიკლს "ქეთო და კოტეს".

 

ვიქტორ დოლიძე ავტორია კიდევ სამი ოპერისა: "ლეილა", "ცისანა" და "ზამირა".

 

ვიქტორ დოლიძე 43 წლის გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...