მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 გოგი დოლიძე (1954-1996) http://s55.radikal.ru/i150/0902/59/bf551d4317cd.jpg ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ, 1998). 1976 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მღეროდა სტუდენტთა თვითშემოქმედებით ანსამბლში. 1979-96 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-90 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. ხმის საუცხოო ტემბრი, დიდი დიაპაზონი, შესრულების გამორჩეული მანერა და მდიდარი რეპერტუარი მისი წარმატების საფუძველი გახდა. გოგი დოლიძე ერთნაირი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს. 1976-83 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ცნობილ ანსამბლ "ქართულ ხმებში". ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. გოგი დოლიძე ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა. მისი საყოველთაოდ ცნობილი სიმღერებია: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", "კიდევაც დაიზრდებიან", "საშობაო საგალობელი" და სხვ. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.