Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ერისთავი (1813-1864)


Recommended Posts

გიორგი ერისთავი (1813-1864)

 

http://s43.radikal.ru/i101/0902/ee/863824f99e0d.jpg

 

ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824-25), შემდეგ მცირე ხნით მოსკოვში, კერძო პანსიონში. 1832 წელს მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და 1834 წელს ქ. ვილნოში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნისას გიორგი ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს. 1842 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. ერთხანს თბილისის სახელმწიფო სამსახურში იყო, ხოლო 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა.

 

გიორგი ერისთავი იყო უდიდესი ეროვნულ-კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალ "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-53). მისი პირველი გამოქვეყნებული პოეტური ნაწარმოებიც, "ოსური მოთხრობა", სრული სახით და ახალი სათაურით "ზარე და ყანიმათ" 1853 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. გიორგი ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროვნულ-პატრიოტული ("თ. სვიმონ მაჩაბელს", "უცხო ქვეყნის ჭაბუკს", "მტკვრისადმი", "ყაბახისადმი", "კავკაზი და უცნობი", "თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ") და სატრფიალო ("თეოდოსია მირიცკას", "მოგონება", "გულს", "კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას") მოტივები. სატირულ-იუმორისტულ ლექსებში იგი კიცხავს ე.წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას ("დედა და ქალი", "ფიქრი ყმაწვილი ქალისა", "...ერთი კაცი წვა სნეული"). გიორგი ერისთავმა ასევე ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1850-54 წლებში. თავის დრამატულ თხზულებებში ("დავა", "გაყრა") ერისთავმა ასახა თანამედროვე ქართული საზოგადოების მანკიერებები - საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურ-ნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი - დაცემის გზაზე დამდგარი თავად-აზნაურობის სრული უნიათობა, მაღალი წრის ზნეობრივი დაკნინება და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებები. გიორგი ერისთავმა ქართულ სინამდვილეში პირველმა ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა, მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება. თავისი დრამატურგიით ერისთავმა სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. მის სკოლას განეკუთვნებიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვ.

 

გიორგი ერისთავმა "ვეფხისტყაოსანი" დრამად გადააკეთა, ხოლო კ. ლაფჩინსკისთან ერთად პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჰიუგოს, პ. ბერანჟეს და სხვ. ლექსები. ერისთავს ეკუთვნის თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები ("უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი", "ყვარყვარე ათაბაგი", ა. გრიბოედოვის "უბედური ჭკუისაგან").

 

ევროპაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გიორგი ერისთავმა გადმოსცა დაუმთავრებელ დღიურებში "ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან". მისი თხზულებები 1852-53 წლებში ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდებოდა. ცალკე წიგნაკებად გამოიცა "გაყრა", "ძუნწი", "უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი", ხოლო "დავა" 1871 წელს ჟურნალ "კრებულში" დაისტამბა. დაკრძალულია იკორთის მონასტერში ახლანდელი ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...