Jump to content
Planeta.Ge

რაფიელ ერისთავი (1824-1901)


Recommended Posts

რაფიელ ერისთავი (1824-1901)

 

http://s59.radikal.ru/i166/0902/66/b74de0a64f75.jpg

 

ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში ფილადელფოს კიკნაძის ხელმძღვანელობით. თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში - განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. 1857-67 წლებში იყო ზუგდიდის მაზრის უფროსი, 1867-70 წწ. ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს განყოფილების უფროსი, 1889-96 წწ. კავკასიის საცენზურო კომიტეტის ცენზორი.

 

1846 წლიდან რუსულ პრესაში იბეჭდებოდა რაფიელ ერისთავის მიმოხილვები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები და ნარკვევები, რომელთა მიზანი იყო ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ერისთავი ასევე მრავალ სასარგებლო ცნობას აწვდიდა აკადემიკოს მარი ბროსეს. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში. იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, აგრეთვე "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე.

 

მისი პირველი ლექსები ("დარიგება", "ყვავილს") და პირველი ქართული მოთხრობა "ნინო" ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა. ამ ნაწარმოებებში რაფიელ ერისთავმა, ილია ჭავჭავაძის თქმით, პირველმა დაძრა ენა ბატონყმობის წინააღმდეგ. "მამებისა" და "შვილების" ბრძოლას ერისთავი გამოეხმაურა მოთხრობით, რომელშიც უქნარა თავადაზნაურობას დასცინა.

 

რაფიელ ერისთავი თავის პოეზიაში თამამად ააშკარავებდა გლეხობის უნუგეშო ყოფას. იგი ქართული ისტორიული პოემის ტრადიციების გამგრძელებელია. იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მალე სიმღერადაც იქცა პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუში "სამშობლო ხევსურისა".

 

რაფიელ ერისთავი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მას ასევე მიიჩნევენ ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად ქართულ დრამატურგიაში (პიესები "მბრუნავი სტოლები", "დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარის უმძლავრესია", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და სხვ).

 

ერისთავმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკასა და ეთნოგრაფიას. ილია ჭავჭავაძესთან ერთად გამოსცა კრებული "გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები", გამოაქვეყნა "ქართული სახალხო პოეზია" წინასიტყვაობითა და ნიმუშებით, შეკრიბა, შეადგინა და გამოსცა ქართული გამოცანების კრებული. იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს, გვარისა და თემის სტრუქტურას, საოჯახო ყოფას, საქორწინო წეს-ჩვეულებებსა და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის კავკასიის მუზეუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ფონდების შეჯერება-მოწესრიგებაში.

 

რაფიელ ერისთავმა დაამუშავა მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის სამეცნიერო ტერმინოლოგია. გამოსცა "შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი", "მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი", "მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებითგან". მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონი".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...