მდა Posted February 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2009 კონსტანტინე ერისთავი (1889-1975) http://s52.radikal.ru/i136/0902/c4/362649c2f417.jpg ქართველი ქირურგი და საზოგადო მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1914 წელს კოტე ერისთავმა დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს ერისთავი საქართველოში დაბრუნდა. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941-50 წლებში საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949-60 წლებში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს ერისთავი იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ქირურგიული საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კოტე ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. იგი ითვლება ჩვენში სისხლის გადასხმის, სინთეზური მასალის გამოყენებისა და გაუტკივარების ერთ-ერთ პიონერად. ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის, ასევე, ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში. დაჯილდოებულია ლენინის 3 ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის, "საპატიო ნიშნისა" და წითელი ვარსკვლავის ორდენებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.