მდა Posted February 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2009 დიმიტრი ერმაკოვი (1846-1916) http://s53.radikal.ru/i141/0902/98/4b040f9cf152.jpg ერმაკოვის შემოქმედების განსაკუთრებული და მუდმივი ობიექტია თბილისი. შემონახული ნეგატივები იძლევა ქალაქის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს. რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფი. 1866 წლიდან იგი უკვე მისდევს ფოტოგრაფიას და უკვე ოთხი წლის შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი სპეციალისტი ხდება. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობს, როგორც სამხედრო ფოტოგრაფი. 1880 წელს დიმიტრი ერმაკოვი თბილისში ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს და წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. მისი უნიკალური ნამუშევრები შექმნილია სტუდიაში, ქართულ სოფლებსა და მონასტრებში, აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზაზე. ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში. მონაწილეობდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გამართულ ფოტოგამოფენებში, სადაც 36 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მუშაობის შედეგია ვრცელი ფოტოკოლექცია, რომელიც დაახლოებით 30 000 ნეგატივისაგან შედგება. ერმაკოვის შემოქმედების განსაკუთრებული და მუდმივი ობიექტია თბილისი. შემონახული ნეგატივები იძლევა ქალაქის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს. გარდა ისტორიულ-დოკუმენტურისა, ერმაკოვის ნამუშევრებს მხატვრული ღირებულებაც გააჩნია. ფოტოგრაფი თვალყურს ადევნებდა იმდროინდელი ფოტოგრაფიული ხელოვნების განვითარებას და იყენებდა უახლეს მეთოდებს. მისი შემოქმედებითი სტილის დამახასიათებელი ნიშანია მისწრაფება სივრცის მაქსიმალური ასახვისაკენ. ერმაკოვის 1870-90-იანი წლების ნამუშევრების ნეგატივები დაცულია საქართველოს ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში, ხოლო დანარჩენი ფოტოგამოსახულებები ინახება მოსკოვის, პეტერბურგისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში. ერმაკოვისეული კავკასიის პანორამები ძველი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცნენ და დიდი ტირაჟით გავრცელდნენ მისალოცი ბარათებისა და ლითოგრაფიების სახით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.