მდა Posted February 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2009 ეფრემ მცირე (XI საუკუნე) http://s41.radikal.ru/i094/0902/1d/9165787c5cc7.jpg ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. განათლება მიიღო კონსტანტინოპოლში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. 1091 წელს შავი მთის ქართულ კოლონიაში აირჩიეს კასტანის მონასტრის წინამძღვრად, სადაც ბერძნული წიგნების თარგმნა დაავალეს. ეფრემ მცირემ შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რაც ძირითადად სამი პრინციპით განისაზღვრება: 1. თხზულება უშუალოდ დედნიდან უნდა ითარგმნებოდეს, 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს, ამასთან, მთარგმნელმა არ უნდა შელახოს მშობლიური ენის ბუნება, 3. დედნის ტექსტის სწორად გასაგებად თარგმანს უნდა დაერთოს კომენტარები. ეფრემ მცირემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში. იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით მან დაწერა ეპისტოლეთა თარგმანება ანუ განმარტება, შექმნა დავითნის კატენების დამოუკიდებელი რედაქცია, თარგმნა გრიგოლ ნეოკესარიელის ეკლესიასტეს კომენტარები, აგრეთვე ეზეკიელის მეტაფრასი, რომელსაც გრიგოლ ნაზიანზელს მიაკუთვნებენ. მისი თარგმნილია გრიგოლ ნაზიანზელისავე პოლემიკური სიტყვები, ბასილი დიდი კესარიელის "ასკეტიკონი", ეფრემ ასურის "ასკეტიკონი" და სხვათა ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.