Jump to content
Planeta.Ge

ილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე ....


Recommended Posts

ილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა შეჩერდეს

21:32 04-07-2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია , რომ აუცილებელია შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

ამის შესახებ პატრიარქის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, საპატრიარქოში ჟურნალისტებს მამა გიორგი ზვიადაძემ გააცნო.

"მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა - მეორე და მესამე მოსმენა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიისა და მთლიანად ხალხისთვის სრულიად მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

"თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც "გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი, იუდეველთა თემი და საქრთველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია".

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 164
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ტაშიი

მიშამ ახალი თემა მოიგონა ტვინების გასაბრუებლად. ნუ დარდობთ ეკლესია მიშას სჭირდება.   აბა კიდე სხვა ვინ ასწავლის ხალხს არაუშავს თუ იჩაგრები, მოითმინე იმ ქვეყნად გაიმარჯვებო.   ესეთი ინსტიტუტი მისწრებაა

DonCaredo

მე ისე ვარ რა, ხან რა მწამს და ხან რა. ხანაც არაფერი. გააჩნია სიტუაციას აი ჯოკერში რომ ჯოკერს ველოდები, ხან ბუდას ვუხმობ, ხან იესოს, ხან მუჰამედას და რავი, რომელის დროსაც მოვა ჯოკერი, შემდეგ დარიგება

luka1

არ მესმის საერთოდ საპატრიარქოს პოზიცია,გასაგებია რო ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში მაგრამ რაგა პოლიტიკაა როცა ხალხს ატყავებენ და ესენი ხმას არ იგებენ.აგლუმებზე კი პირველები გარბიან.ეხლა მაგატ ლაპარაკს აზ

Posted Images

მე დიდი სპეციალისტი არ ვარ მაგ ამბებში, მაგრამ

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური.

ამით ყველაფერია ნათქვამი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დიდი სპეციალისტი არ ვარ მაგ ამბებში, მაგრამ

 

იურიდიულად, ქრისტიანული და ყველა სხვა დანარჩენი ეკლესიები, ერთ რანგში გადიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იურიდიულად, ქრისტიანული და ყველა სხვა დანარჩენი ეკლესიები, ერთ რანგში გადიან.

აბა მაშინ რა ჯვრები დაუხატიათ დროშაზე და ჰიმნში რა ხატებზე და წილნაყარობაზე მღერიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა მაშინ რა ჯვრები დაუხატიათ დროშაზე და ჰიმნში რა ხატებზე და წილნაყარობაზე მღერიან?

 

გურამ შარაძე გადააყოლეს მაგ დროშას: ამბობდა და ამტკიცებდა მასონური დროშააო.

ისე, ქრისტიან დემოკრატები ჰქვია თარგამაძის პარტიას. იმდენი მაგათი დეე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვემხრობი ყველა რელიგიისთვის (გარდა ტოტალიტარულ და ექსტრემისტულ სექტებისთვის) იურიდული პირის მინიჭებას..

 

 

რა პრობლემაა ვერ ვხვდები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქ. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სადავეები გაუშვა ხელიდან, არადა ძალიან დიდი შესაძლებლობები ქონდა,

ეხლა უკვე გვიანაა არც არაფერს შეგეკითხებიან

 

ლიბერასტებიც კი ამარცხებენ დისკუსიაში, ამიტომაც, აი ეხლა ეგრეა საჭირო, კონკურენტული გარემო და ნება იბოძონ, ნუ ჩათვლიან თავს პრივილიგირებულებად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვემხრობი ყველა რელიგიისთვის (გარდა ტოტალიტარულ და ექსტრემისტულ სექტებისთვის) იურიდული პირის მინიჭებას..

 

 

რა პრობლემაა ვერ ვხვდები?

 

რა ყველა სარწმუნოებას საქართველოში მოუნდა იურიდიული სტატუსი. ვინმე ავიწროვებდა? აქ სხვა ამბავია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ყველა სარწმუნოებას საქართველოში მოუნდა იურიდიული სტატუსი. ვინმე ავიწროვებდა? აქ სხვა ამბავია.

თუკი აქვთ კანონიერი საფუძვლები ვერანაირად ვერ შეაჩერებ, ისინი ითხოვენ სტატუტსს ამაზე უარს ვერ ეტყვი,ის რომ საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე მიიღეს ეს კანონი, მეტყველებს ერთ რამეზე ნაცმოძრაობა მას სერიოზულ ძალად აღარ განიხილავს რომ ანგარიში გაუწიოს, ამიტომ შეეცდება ნელ-ნელა შეასუსტოს თუნდაც სხვა რელიგიური ჯგუფების გაძლიეერებით

 

"თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

 

ხოდა რას ელოდებოდნენ? იჯდნენ და ხონჩით მოართმევდა ბოკერიას სასტავი საქ. ეკლესიისთვის სასურველ კანონს, უნდა ეაქტიურათ, მაგრამ არ იკადრეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ყველა სარწმუნოებას საქართველოში მოუნდა იურიდიული სტატუსი. ვინმე ავიწროვებდა? აქ სხვა ამბავია.

 

ვისაც უნდა იმან გახსნას და რა პრობლემაა?

 

ან რა შუაშია შევიწროვება, რატომ არ უნდა ჰქონდეს იურიდული ძალა რომელიმე რელიგიას საქართველოში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან რა შუაშია შევიწროვება, რატომ არ უნდა ჰქონდეს იურიდული ძალა რომელიმე რელიგიას საქართველოში?

 

გარეგინი მაგისთვის იყო ჩამოსული, რომ ეგ სტატუსი მიეღო. მიიღო კიდეც. კიდევ გაუგებარია რამე?

შენ მეზობელს რომ შენს ოჯახში იგივე უფლება მისცენ, რაც შენ გაქვს, მოგეწონება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა მაშინ რა ჯვრები დაუხატიათ დროშაზე და ჰიმნში რა ხატებზე და წილნაყარობაზე მღერიან?

სააკაშვილმა თბილისის თავზე მასონური (კათოლიკე ჯვაროსნების) დროშა აღმართა

2002 წლის 12 აპრილი

 

"სახელმწიფოს დედაქალაქის თავზე ახალი დროშის გამოკიდება, რომელიც არავის დაუმტკიცებია, უწესობა და გაუგებარი თავხედობაა. სააკაშვილის მიერ აღმართული ვითომდაც გორგასლიან-დავითიანის დროშა სინამდვილეში არის მასონური (კათოლიკე ჯვაროსნების). იყო დრო, როცა ეს დროშა იერუსალიმშიც გამოიყენებოდა. დღეს კი სააკაშვილმა გაბედა და თბილისის თავზე ეს დროშა აღმართა, რაც სახელმწიფო დანაშაულია და სააკაშვილმა ამისთვის პასუხი უნდა აგოს!" - ამბობს მამულიშვილი გურამ შარაძე, რომელიც სააკაშვილის საქციელს დამპყრობი მასონ-კომუნისტური რუსეთის მე-11 ლაშქრის ქმედებას ადარებს.

"ის, რაც ერთი კვირის წინ სააკაშვილმა გაბედა, 1921 წელს დამპყრობი მასონ-კომუნისტური რუსეთის მე-11 ლაშქარმა და სერგო ორჯონიკიძემ გააკეთეს. მაშინ ორჯონიკიძემ ლენინთან და სტალინთან მოსკოვში გააზავნა დეპეშა, რომ თბილისის თავზე ფრიალებს მასონ-კომუნისტური წითელი დროშა. მაშინ ეს ძალადობით და მე-11 არმიის ხიშტით გაკეთდა, ახლა კი სააკაშვილმა გააკეთა, ოღონდ, არ ვიცი, სად გააგზავნის სააკაშვილი დეპეშას შემდეგი შინაარსით:

თბილისის თავზე ფრიალებს მასონ კათოლიკე ჯვაროსნების დროშა". - ამბობს შარაძე

 

სააკაშვილის ნაც-ხელისუფლების განმარტებით:

http://img710.imageshack.us/img710/5058/capture1zg.jpg

 

http://www.truthinprophecy.com/images/faces/godfrey_bouillon.jpgჟოფრუა დე ბუილონი იყო XI საუკუნის ფრანგი კათოლიკე ჯვაროსანი (მასონი) და ეგრეთ წოდებული იერუსალიმის სამეფოს პირველი მმართველი.

ჟოფრუას სურათები და ძეგლები ხშირად ასახავენ მას ეკლის გვირგვინით, რადგან ის ქრისტეს პირდაპირ შთამომავლობას იბრალებდა--იყო ერესში .

 

http://ivarfjeld.files.wordpress.com/2009/09/wknightsholysepulchre.jpg

Roman Catholic Knights of the Order of The Holy Sepulchre

წმნინდა (ქრისტეს) საფლავის მცველთა რომის კათოლიკური რაინდთა საძმო

 

http://i105.photobucket.com/albums/m202/anunnaki_2006/Sepulchre-THeKingdomIsComing.png

THE KINGDOM IS COMING!

(ACCORDING TO THE VATICAN'S OLDEST CRUSADING KNIGHTHOOD) IT'S REALLY THE KINGDOM OF THE 666 MAN-BEAST WHICH WILL BE THE FINAL POPE KILLED AND RISEN TO RULE FROM REBUILT HEBREW TEMPLE IN JERUSALEM! YET ANOTHER SIGN WE ARE IN THE FINAL DAYS OF THIS EVIL AGE. -MARCO

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ უნდა ჰქონდეს იურიდული ძალა რომელიმე რელიგიას

რატომ უნდა ჰქონდეს იურიდიული ძალა რომელიმე რელიგიას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თომას დე ვაალი: "საქართველოს მმართველ ელიტასა და ეკლესიას შორის ფარული დაპირისპირება არსებობს"

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=12144

კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, "საქართველოს მმართველ ელიტასა და ეკლესიას შორის ფარული დაპირისპირება არსებობს".

 

როგორც ვაალი თავის ანგარიშში "საქართველოს არჩევანი" წერს, "ეს ფარული დაპირისპირება დროდადრო თავს მეორეხარისხოვან საკითხებთან მიმართებაში იჩენს".

 

"სოციალურად ლიბერალურ და დასავლეთში განათლებამიღებულ დღევანდელ მმართველ ელიტას საქართველოს ეკლესიასთან თბილი ურთიერთობა არ აქვს, თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი პატრიარქს სათანადო პატივისცემით ეკიდება და მას შვილიც მოანათვლინა. 2010 წლის აგვისტოში, როცა პატრიარქთან ერთად ცერემონიას ესწრებოდა, პრეზიდენტმა თქვა: "ჩვენი სახელმწიფოებრიობა და რწმენა განუყოფელია, ჩვენს გვერდით საქართველოს პატრიარქი დგას, ის ჩვენი უძლეველობის სიმბოლოა". მაგრამ ფარული დაძაბულობა, რომელიც მმართველ ელიტასა და ეკლესიას შორის არსებობს, დროდადრო მაინც იჩენს ხოლმე თავს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ახალგაზრდების ზნე-ჩვეულებები, მორალი, განათლების რეფორმა თუ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ეს მიგვანიშნებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ალბათ, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც დღევანდელ საქართველოში მთავრობასთან დაპირისპირება ძალუძს, მაგრამ ეს დაპირისპირება უმეტესად მეორეხარისხოვანი პრობლემების გარშემო ხდება",- წერს ვაალი და დასძენს, რომ "საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ეკლესიას 1977 წლიდან უდგას სათავეში, პრაქტიკულად ხელშეუხებელია და საზოგადოებაში 90%-იანი მხარდაჭერით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...