Jump to content
Planeta.Ge

ვასილ ვარაზიშვილი (1888-1969)


Recommended Posts

ვასილ ვარაზიშვილი (1888-1969)

 

ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1944). 1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1924-52 წლებში განაგებდა საქართველოს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. 1931-69 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. იკვლევდა ნახშირწ####ბისა და აზოტის ცვლის ბიოქიმიურ ძირითად საკითხებს, მეტაბოლიტების როლს ნივთიერებათა ცვლაში, მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიის საკითხებს. დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიური და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. დაადგინა, რომ ქოლერით დაავადებისას სიკვდილს იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ურთიერთშეფარდების დარღვევა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. ვასილ ვარაზიშვილი 1939 წელს ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მუქარის გამო მასზე უარი თქვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...