Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ VI (1675-1737)


Recommended Posts

ვახტანგ VI (1675-1737)

 

http://s51.radikal.ru/i131/0902/40/7aa489102bdc.jpg

 

ვახტანგ VI იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისთვის. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები და აღადგინა ქართული წეს-ჩვეულებები. "მცველთა ჯარის" ანუ სამეფო გვარდიის შექმნით დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის. ქვეყანაში დაიწყო აღმშენებლობის პერიოდი: სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გაფართოება, სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციებისა და უფლებების განსაზღვრა და სხვ. ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისთვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" შეარქვეს (კანონთა კრებული: "დასტურლამალი" - "ვახტანგის სამართალი"). ვახტანგ VI-ის თაოსნობით შედგენილი კანონთა კრებული იყო ე.წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას, მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას და მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.

 

1712 წელს ირანის შაჰმა ვახტანგ VI ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა. ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა, რის გამოც იგი ქირმანში გადაასახლეს. თუმცა, 1716 წელს მან ფორმალურად მაინც მიიღო ისლამი და საქართველოში 1719 წელს დაბრუნდა. ამ პერიოდიდან საგარეო ვითარება საქართველოს საწინაარმდეგოდ წარიმართა. ვახტანგს რუსეთის მოკავშირეობის იმედი ჰქონდა, რომელიც კასპიის ზღვაზე გასასვლელისათვის იბრძოდა, მაგრამ პეტრე I-მა ლაშქრობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. რუსეთთან კავშირის მცდელობამ გააცოფა ირანი და ოსმალეთი. 1723 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. ირანიც მზად იყო საქართველოს დასაპყრობად. გარეშე საფრთხეს შინაური აშლილობაც დაემატა. 1724 წელს ვახტანგი 1200 კაციანი ამალით რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ ნანატრი დახმარების მოლოდინში ქალაქ ასტრახანში გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე, მიძინების ტაძარში.

 

ვახტანგ VI დაუღალავად იბრძოდა ქვეყნის მეცნიერულ-კულტურული განვითარებისათვის. 1712 წელს მის სტამბაში პირველად დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი" ვახტანგისეული რედაქციითა და კომენტარებით. იგი მრავალი ლირიკული ლექსის ავტორია, საკუთარ შემოქმედებაში მან განავითარა ე.წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურვა სოფლისადმი". მისი სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური ხასიათისაა. ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომ განვითარება ჰპოვა ქართულ პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.) მეფე დიდ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწეოდა - თარგმნა "ქილილა და დამანა" და "ამირ-ნასარიანი". ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესულად მოაზროვნე, განათლებულ მეცნიერთა დასის - სწავლულ კაცთა კომისიის - დიდი და კულტურული საქმიანობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...