მდა Posted February 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2009 სპირიდონ ვირსალაძე (1868-1930) http://s42.radikal.ru/i096/0902/35/da5f2429e711.jpg ქართველი თერაპევტი, მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1896 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამადიცინო ფაკულტეტი. 1998-1909 წლებში მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევის და ვ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. 1909 წელს დაინიშნა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ. 1909 წელსვე მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1919 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად და პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წელს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა. სპირიდონ ვირსალაძე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თაოსნობით 1916-17 წლებში თბილისში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. ვირსალაძე იყო პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ "ექიმის" რედაქტორი (შ. მიქელაძესთან ერთად). მან შეიმუშავა კავკასიაში ტროპიკულ სნეულებებთან ბრძოლის მეცნიერული გეგმა, შექმნა ტროპიკულ სნეულებათა ცენტრალური სადგური, რომელიც მისივე ინიციატივით 1924 წელს ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა (ამჟამად ს. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი). სპირიდონ ვირსალაძემ შეისწავლა თავის ტვინის ქერქის გავლენა ნაღვლის გამოყოფაზე. იკვლევდა აგრეთვე აორტის ჰიპოპლაზიისა და წყლულოვანი დაავადების პათოგენეზში მემკვიდრეობითი ფაქტორის როლს. ვირსალაძეს ეკუთვნის გამოკვლევები კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიისა და ტროპიკული მედიცინის დარგებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.