მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 კირიაკ ზავრიევი (1891-1978) http://s61.radikal.ru/i171/0901/a6/22e6746c509f.jpg მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი. არის რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტის ავტორი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში (1914-15), შემდეგ კი ოდესისა (1918-19) და თბილისის სახელმწიფო (1921-30) პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში, მოღვაწეობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტშიც (1931-59). 1941-47 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ანტისეისმური მშენებლობის ბიუროს თავმჯდომარე, 1947 წლიდან სიკვდილამდე კი ამ ბიუროს ბაზაზე ჩამოყალიბებული სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი. მისი მთავარი შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა (1913) და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას (1926), მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტ####ბი. ზავრიევს დიდი ღვაწლი მიუძღვის მსუბუქი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში. იგი ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. 1957 წლიდან იყო აშშ-ის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის ინსტიტუტის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენითა და მედლებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.