მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 ილია ზაქაიძე (1924-2008) http://s57.radikal.ru/i157/0901/ba/93a9a42ed708.jpg საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი. დაიბადა დუშეთში. სიმღერა დაიწყო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლში. 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ჯავახიშვილის მუსიკაზე შესრულებულმა სიმღერამ "ბალადა ვეფხისა და მოყმისა" ზაქაიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1957 წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა ილია ზაქაიძე ანსამბლში სოლისტად მიიწვია, სადაც 50 წელი მოღვაწეობდა. მღეროდა დუეტებს, ქალაქურ (მედუდუკეთა დასტის თანხლებით), საგუნდო და სოლო საფანდურო სიმღერებს. მის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა "ჩაკრულო" 1977 წელს "ნასამ" კოსმოსში გაგზავნა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საპატიო სიგელებითა და სხვა ჯილდოებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.