Jump to content
Planeta.Ge

იოანე ზოსიმე (X)


Recommended Posts

იოანე ზოსიმე (X)

 

პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი.

 

მოღვაწეობდა ჯერ პალესტინაში, წმ. საბას ლავრაში, შემდეგ-სინას მთაზე. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზატორი იყო.

 

საბაწმინდის ლავრაში შეადგინა ლიტურგიკული კრებული. ამ კრებულში გაერთიანებული სხვადასხვა ლიტერატურული მასალა იოანეს მიერ კრიტიკულადაა შეფასებული. მასში შესულია უძველესი ქართული იადგარი ("საგალობელნი იადგარნი"), უნიკალური მნიშვნელობის კალენდარი "კრებაჲ თთვეთაჲ წელიწდისათაჲ", რომლის შესადგენად იოანე ზოსიმეს გამოუყენებია კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, საბაწმინდის კალენდრები და სხვა.

 

იოანე ზოსიმეს სახელს უკავშირდება კრებული - "მცირე იადგარი", რომლის მეორე ნაწილი მთლიანად მის მიერაა დაწერილი. იადგარი შეიცავს საუფლო და დიდ დღესასწაულთა საგალობლებს, თუმცა იოანე ზოსიმემ ქართულ მწერლობაში სახელი დაიმკვიდრა, პირველ რიგში, როგორც პოეტმა. კ. კეკელიძე მას მიაკუთვნებს ეროვნული თვითშეგნების აღმავლობით აღბეჭდილ საგალობელს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ". ნაწარმოები იქმნებოდა არაბთა ბატონობის პერიოდში, როცა ტაო-კლარჯეთში საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას და როდესაც უკვე იგრძნობოდა ქართული მიწის გამაერთიანებელი ძალის პულსაცია. ყოველივე ეს სიხარულით აღავსებს იოანეს და ქებათა ქებას უძღვნის ქვეყნის გამაერთიანებელ ქართულ ენას: "და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა... მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა... რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ავტორის ღრმა რწმენით "ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს". ავტორს ჩამოთვლილი აქვს ქრისტიანული სიმბოლიკები, რომლებზე დაყრდნობითაც იგი ხსნის ქართული ენის მესიანისტური კონცეფციის ეზოთერულ საფუძველს. მიუხედავად მრავალი მეცნიერის მცდელობისა, ყველა სიმბოლოს ბოლომდე გახსნა კიდევ ვერ მოხერხდა, თუმცა ძეგლის საერთო ჩანაფიქრი, იდეა გამოკვეთილია: ქართული ენა საღმრთო ენაა, რომელიც წმინდად ინახავს თავს მეორედ მოსვლამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...

აშკარად ენციკლოპედიიდან ამოწერილია... მაგრამ მაინც საინტერესო,

ყოჩაღ..

 

უბრალოდ ამ "მესიანისტური" იარლიყის გამო არსად არ მიქვეყნებენ ამ ნაშრომს და სერიოზულად არ უყურებენ....

თავისი დროის პროპაგანდისტულ ნაშრომად ნათლავენ .. სამწუხაროა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა-საქართველოს სულიერი მისსია ... ჯერ კიდევ ძველბერძნები "გეორგოსებს" უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. "გეორგოს" ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერებისს ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება - თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეიად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე - მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდრომის დღესასწაულების "შთანთქმისა" წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი.

 

რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის?

 

 

 

ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას...-

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...