Jump to content
Planeta.Ge

ავლიპ ზურაბაშვილი (1902-1994)


Recommended Posts

ავლიპ ზურაბაშვილი (1902-1994)

 

http://s49.radikal.ru/i126/0901/49/f548e302d00c.jpg

 

გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

დაიბადა სოფ. ბოდსბისხევში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1927-31 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კლინიკაში მ. ასათიანის ხელმძღვანელობით, 1931-38 წლებში - ლენინგრადში, ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კლინიკაში. ამავე დროს მუშაობდა აკადემიკოს ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში, აკადემიკოს ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში. 1938-50 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-64 წლებში - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1938 წლიდან - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ზურაბაშვილის გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. მან ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა, შეისწავლა ადამიანის თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის მორფოლოგიური განვითარების კანონზომიერებანი. მოგვცა მხედველობის ბორცვების ონტოგენეზური კლასიფიკაცია, შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტის ორიგინალური მეთოდი, განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. ავლიპ ზურაბაშვილი იყო ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის 2 და სხვა მრავალი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...