მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 მამუკა თავაქალაშვილი (XVII) http://s44.radikal.ru/i103/0901/24/dd44ee5e3950.jpg მეჩვიდმეტე საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარი-მინიატურისტი. იმერეთის მეფის კარის მდივნი. 1634 წელს ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, რის შემდეგაც ლევან მეორე დადიანის კარზე ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მუშაობას. 1647 წელს გადაწერა "შაჰნამეს" გაგრძელების ე.წ. "უთრუთიანსაამიანის" ქართული პროზაული ვერსია. გალექსა "ზააქიანი", რისთვისაც გამოიყენა "შაჰნამეს" ქართული პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს მის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც 39 მინიატურითაა შემკული. მინიატურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გარდა აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.