Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილი (1897-1958)


Recommended Posts

მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილი (1897-1958)

 

http://s40.radikal.ru/i088/0901/82/cd0e425db533.jpg

 

ქართველი ფილოლოგი. იკვლევდა ძველ ქართულ, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიურ ლიტერატურათა საკითხებს. 1913-17 წლებში სწავლობდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში. 1917 წლიდან - გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1931 წელს მღვდლად ეკურთხა. 1935 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში. 1943 წლიდან დამკვიდრდა რომში, სადაც გამოავლინა იტალიურ წიგნსაცავებში დაცული ქართული მასალები. გამოაქვეყნა "ძველი ქართული ჟამის წირვები" (1950), "ქართველთა პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი" (1954), "იერუსალიმის ეკლესიის დიდი ლექციონარი" (1959) და ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლები ვრცელი გამოკვლევებითა და ლათინური თარგმანებითურთ. 1955 წელს ი. ასფალგთან ერთად გადაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა კ. კეკელიძის "ქართული ლიტერატურის ისტორიის" პირველი ტომი. იმავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და სხვ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...