მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 ოთარ თაქთაქიშვილი (1924-1989) http://s57.radikal.ru/i158/0901/e6/54e5c07e6bd6.jpg ქართველი კომპოზიტორი, სსრკ სახალხო არტისტი. საქართველოს კულტურის მინისტრი. 1947 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1947-52 წლებში იყო საქართველოს საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, 1952-56 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი. 1959 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია, 1966 წლიდან - პროფესორი, ხოლო 1962-65 წლებში - რექტორი. 1957 წლიდან იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. თაქთაქიშვილის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები: "მინდია", "სამი ნოველა", "მთვარის მოტაცება", ერთმოქმედებიანი კომიკური ოპერა "მუსუსი", ორი სიმფონია, სიმფონიური პოემა "მწირი", საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, საგუნდო და საკრავიერი პიესები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის და სხვ. ოთარ თაქთაქიშვილი იყო იუნესკოსთან არსებული საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.