მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 თეიმურაზ I (1589-1663) http://s59.radikal.ru/i165/0901/72/5a79176d4338.jpg გამეფდა 16 წლის. მისი მცირეწლოვანების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი - ქეთევან დედოფალი განაგებდა. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ (1610) დაქორწინდა ქართლის მეფე ლუარსაბ მეორის და ხორეშანზე (1612). 1614 წელს ირანის შაჰის, აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზი იმერეთს გაიხიზნა. 1615 წელს იგი სათავეში ჩაუდგა კახეთის აჯანყებას სპარსეთის წინააღმდეგ. სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს. თეიმურაზი კვლავ იმერეთში გადავიდა. შაჰის მიერ სპარსეთს მძევლად წაყვანილი დედის - ქეთევან დედოფლის სასტიკი წამებიდან რამდენიმე თვეში (ქეთევან დედოფალთან ერთად შაჰის მძევლები იყვნენ თეიმურაზის მცირეწლოვანი ვაჟებიც, რომელთაგან ერთი დასაჭურისების შედეგად გარდაიცვალა, მეორე კი ჭკუიდან შეიშალა), 1625 წელს გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ირანელთა წინააღმდეგ. მრავალწლიანმა წინააღმდეგობამ ირანის შაჰი აიძულა დათმობებზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზთან და იგი ფაქტობრივად ცნო ქართლ-კახეთის მეფედ. თეიმურაზმა თავი ირანის შაჰის ვასალად კი აღიარა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამიტომ 1632 წელს შაჰმა სეფი პირველმა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I-ს რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა და ამიტომ მოსკოვში არაერთი ელჩობა გაგზავნა, 1658 წელს კი თვითონაც გაემგზავრა, მაგრამ ამაოდ. თეიმურაზი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთანაც ცდილობდა დაკავშირებას. ევროპაში მან ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი) მიავლინა (1626). როცა თეიმურაზს ყოველგვარი დახმარების იმედი ამოეწურა, იგი ბერად აღიკვეცა (1661). მალე ირანში გაიწვიეს და გამაჰმადიანების სანაცვლოდ კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება აღუთქვეს. რჯულის შეცვლაზე თეიმურაზმა უარი განაცხადა, რის გამოც იგი გამოკეტეს ასტრაბადის ციხეში, სადაც მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს. სპარსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი თეიმურაზი დიდად აფასებდა სპარსულ ენას, პოეზიას და მის გავლენასაც განიცდიდა. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავცელებული პოემები: "ვარდბულბულიანი", "შამიფარვანიანი", "ლეილმაჯნუნიანი" და "იოსებზილიხანიანი". თეიმურაზ I-მა ქართულ მწერლობაში შემოიღო სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი: გააბასება, მაჯამა, რითაც ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა და ქართული ლიტერატურა გაამდიდრა. მან ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. თავის პოემაში "წამება ქეთევან დედოფლისა" დიდი პოეტური მღელვარებითა და ტკივილით აღწერა თავისი დედის - ქეთევანი დედოფლის წამება და თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის. თუმცა სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატონობდა. გაბაასების ჟანრის თხზულებაში "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა" პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება. მეფე თეიმურაზს ეკუთვნის ლირიკული პოემა "მაჯამა", ლირიკული ლექსები "გრემის სასახლეზე", "თამარის სახე დავით გარეჯას" და სხვ. თეიმურაზ I ხორციელი ტრფობისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება ("გაბაასება ბაგისა და ღვინისა", ლირიკული ლექსები). დიდია "ვეფხისტყაოსნის" გავლენა მის შემოქმედებაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.