Jump to content
Planeta.Ge

აკაკი თელია (1920-1994)


Recommended Posts

აკაკი თელია (1920-1994)

 

http://s49.radikal.ru/i125/0901/da/d2d1ea2c75e2.jpg

 

ქირურგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (მიენიჭა 1977 წელს ე. ფიფიასთან ერთად). დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავისა და სამამულო ომის II ხარისხის ორდენებით.

 

1942 წელს თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებული აკაკი თელია ფრონტზე წავიდა. ახალბედა ექიმი სტალინგრადის ევაკოჰოსპიტალში ქირურგის დახმარებით ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. 1944 წელს თელია უკვე პოლონეთში მსახურობდა, შემდეგ კი - გერმანიაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აკაკი თელიამ პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკის კათედრაზე ორდინატორად დაიწყო მუშაობა. 1951 წელს ის ცოდნის გასაღრმავებლად მოსკოვში მიავლინეს, სადაც ჯერ აკადემიკოს ბაკულევთან მუშაობდა, შემდეგ კი - პროფესორ მეშალგინთან და, ბოლოს, ლენინგრადში აკადემიკოს კუპრიანოვთან აიმაღლა კვალიფიკაცია ზოგად ქირურგიაში.

სიცოცხლის ბოლომდე პროფესორი ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას.

აკაკი თელია ავტორია 120-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 5 მონოგრაფიაა. პროფესორმა პირველმა შეიმუშავა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში წყლულოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები.

აკაკი თელია დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...