მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 რევაზ თვარაძე (1928-2006) http://s57.radikal.ru/i158/0901/01/d665f8105cf2.jpg ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75) და სხვ. 1968 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან. პირველი წიგნი "ლიტერატურული წერილები" გამოაქვეყნა 1962 წელს. რეზო თვარაძის წერილები და გამოკვლევები ეხება ქართული მწერლობისა და კულტურის საკითხებს. გ. ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მან მიუძღვნა ბიოგრაფიულ-ესეისტური ჟანრის წიგნი "გალაკტიონი" (1972). თარგმნა მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: "სოფელი", "ქალაქი" და სხვ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.