მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 გურამ თიკანაძე (1933-1963) http://s50.radikal.ru/i127/0901/0c/3bda07de9b45.jpg ფოტოგრაფი და ალპინისტი. ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს შხარადან დაშვების დროს. მისი წარმატებები საყვარელ სფეროში აღმავალი ხაზით მიდიოდა - 30 წლის ასაკში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. ფოტოგრაფიას მეშვიდე კლასიდან მოჰკიდა ხელი მაშინდელ პიონერთა სასახლეში ცნობილი ფოტოგრაფების, ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ "დროშის" ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ერთმანეთს უთავსებდა პუბლიცისტურობასა და პოეტურ აზროვნებას. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისმა ნაადრევმა სიკვდილმა საზოგადოებას გამოაცალა შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში შემავალი ფოტოგრაფი, რომლის გემოვნება და ოსტატობა საყოველთაოდ იყო აღიარებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.