Jump to content
Planeta.Ge

ივანე თიკანაძე (1868-1943)


Recommended Posts

ივანე თიკანაძე (1868-1943)

 

http://s41.radikal.ru/i093/0901/cb/6d7119692347.jpg

 

ქართველი მეან-გინეკოლოგი, მეცნიერული მეანობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ 9 წელი მუშაობდა ქ. ოზურგეთის ამბულატორიაში. 1907 წელს მეანობა-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში. პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო მოქმედ არმიაში. ომის შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსებისთანავე აირჩიეს კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ივანე თიკანაძე სწავლობდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და ოპერაციის გზით მათი მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემასა და სხვ. საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ დღესაც ფართოდ იყენებენ მის მიერ შემუშავებულ მეთოდს. თიკანაძემ საქართველოში დანერგა მრავალი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია: გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველად გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში, ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვ.

 

ივანე თიკანაძე იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. მას დიდი დამსახურება მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ორგანიზების საქმეში. თიკანაძე იყო კიევისა და ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" დაარსებაში და წლების მანძილზე იყო ამ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...