მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 მიხეილ თუმანიშვილი (1921-1995) http://i054.radikal.ru/0901/d1/8f7da57d1479.jpg გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. 1949 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-71 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად, 1965-66 წლებში - მთავარ რეჟისორად. 1971-75 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი. 1975 წლიდან - კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად (1973 წლიდან - პროფესორი) მუშაობის დროს აღზარდა არაერთი ნიჭიერი მსახიობი. თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. თავისი შემოქმედებითი გამოცდილება მიხეილ თუმანიშვილმა განაზოგადა საჟურნალო ნარკვევებსა და წიგნში "სანამ რეპეტიცია დაიწყება". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.