მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 თურმანიძეები http://s50.radikal.ru/i129/0901/8f/ffbb627ec140.jpg უძველესი დროიდან ცნობილი ხალხურ მკურნალთა საგვარეულო. ძირითადად ზემო იმერეთის სოფ. შორაპნიდან იყვნენ. განსაკუთრებული წესით დამზადებული მალამოთი მკურნალობდნენ ინფიცირებულ ჭრილობებს, კანის ზოგიერთ დაავადებას, სიდამწვრეს და სხვ. თავის მკურნალობის მეთოდს გადასცემენ მემკვიდრეებს. სიმბოლურია თვით ეტიმოლოგია ამ გვარისა, რომელსაც საფუძვლად სპარსული სიტყვა "თურმან" - ქართულად "მკურნალი" უდევს. ცნობილია, რომ 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს დაჭილი პოეტის, ალ. ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მოიწვიეს თურმანიძე. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ იტალიის სახალხო გმირი ჯ. გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა ერთ-ერთმა თურმანიძემ. თურმანიძეთა სასწაულმოქმედ მალამოს სხვადასხვა დროს განუკურნავს ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ექვთიმე თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ივანე ბერიტაშვილი, ევგენი ხარაძე, ელენე ახვლედიანი, ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე, სესილია თაყაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და მრავალი სხვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.