Jump to content
Planeta.Ge

ილარიონ ქართველი (IX)


Recommended Posts

ილარიონ ქართველი (IX)

 

http://s60.radikal.ru/i168/0901/8e/4dd3a61203f1.jpg

 

საკვირველმოქმედი, კახელი აზნაურის შვილი, დონაურთა გვარიდან. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იხილა, იქვე, სოფელში ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას და ზედამხედველობას, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქვე დაეყუდა. ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. ახალგაზრდა ბერმა მალე მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა.

 

ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი წმიდა ადგილების მოსალოცად იერუსალიმს გაემგზავრა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად იგი სამშობლოში დაბრუნდა. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებსა და უპოვრებს გაუნაწილა. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს, მაგრამ მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ მონასტრის ძმათაგან ერთი, სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და იქ დაბინავდნენ.

 

წმინდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, მოილოცა წმინდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად. წმინდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტონოპოლში დაბრუნდა. წმინდანმა დარჩენილი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული უფლისგან მას წინასწარ ეუწყა, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა. წმინდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...