მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 იოანე მარუშისძე (X საუკუნე) http://i005.radikal.ru/0901/83/937ac10dec07.jpg X საუკუნეში მოღვაწე დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, აფხაზთა მეფის მოხელე, ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში. საქართველოს გაერთიანების იდეის ავტორი. იოანე მარუშისძემ 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. "მატიანე ქართლისაჲ"-ს მიხედვით, დავითი მართლაც ჩავიდა ქართლში და თან ბაგრატი ჩაიყვანა. მან ბაგრატი ქართლის გამგებლად გამოაცხადა. იოანემ უფლისციხე დალაშქრა და ბაგრატსა და მამამისს გადასცა. მართალია, იოანეს საკუთარი ინტერესებიც ამოძრავებდა, რადგან ქართლის გამგებლობისთვის ქიშპი ჰქონდა ადგილობრივ ფეოდალებთან, "ქართლის უფლებთან" - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან, თუმცა სხვა მხრივ, პროგრესული როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას. 978 წელს მისი ინიციატივით ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში იკურთხა მეფედ, შემდეგ ქართლი და ტაო-კლარჯეთის სამეფო შემოიმტკიცა, ხოლო 1008-1010 წლებში კახეთ-ჰერეთი დაიკავა. ასე გახდა ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე და იწოდებოდა როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა". იოანე მარუშისძეს "მატიანე ქართლისაჲს" ანონიმი ავტორი ასე ახასიათებს: "კაცი ძლიერი და ერმრავალი", რომელმაც თავისი გონიერი ნაბიჯით ხელი შეუწყო საქართველოს ერთიანობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.