Jump to content
Planeta.Ge

ჯაბა იოსელიანი (1926-2003)


Recommended Posts

ჯაბა იოსელიანი (1926-2003)

 

http://s55.radikal.ru/i149/0901/b0/13ec86c0a90b.jpg

 

XX საუკუნის 90-იანი წლების ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური, შეიარაღებული ფორმირება "მხედრიონის" დამაარსებელი და ლიდერი.

 

დაიბადა ხაშურში. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა არ დაუმთავრებია. 1948 წელს ლენინგრადში მონაწილეობა მიიღო ბანკის ძარცვაში, რის გამოც 17 წელი ციხეში გაატარა. 1965 წელს ისევ დააპატიმრეს, ამჯერად მკვლელობის ბრალდებით. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისათვის. საზოგადოებისთვის იოსელიანი ცნობილი გახდა, როგორც შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება "მხედრიონის" ლიდერი, რომელიც მან 1989 წელს დააარსა. 1991 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მისი ორგანიზაცია უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს. 1991 წლის დეკემბერში იოსელიანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებთან ერთად 1992 წლის იანვარში სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომელიც იოსელიანის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა. იოსელიანი სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი გახდა და 1992 წლის იანვარ-მარტში, ფაქტიურად, საქართველოს მართავდა. მოგვიანებით იგი ხდება გავლენიანი ფიგურა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარემოცვაშიც, ვინაიდან შევარდნაძე იძულებული იყო სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო, "მხედრიონის" შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა. იოსელიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ადღგენის მცდელობაში, რომელიც 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში ცენტრალური ხელისუფლებისა და "მხედრიონის" აბსოლუტური მარცხით დამთავრდა. ამის მიუხედავად, მას მისცეს ფორმალური თანამდებობა სახელმწიფო აპარატში, რომელსაც იგი დიდი ენთუზიაზმით იყენებდა ოპოზიციური ძალების მიმართ რეპრესიებისთვის, რის გამოც ხშირად იმსახურებდა კრიტიკას ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ჯაბა იოსელიანს აკრიტიკებდნენ თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეების მიმართ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიებებისათვის, აღნიშნავდნენ "მხედრიონის" მხრიდან ბიზნესის შევიწროებასაც. 1998 წელს ტერორიზმის, ბანდიტიზმისა და სახელმწიფო მეთაურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, რომელსაც იგი კატეგორიულად უარყოფდა, იოსელიანი სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად დააპატიმრეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2000 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. საპატიმროში ყოფნისას ჯაბა იოსელიანმა დაწერა რომანი "ლიმონათის ქვეყანა".

 

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...