მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 იობა ისაკაძე (1872-1913) http://s53.radikal.ru/i141/0901/de/99966be118a4.jpg საზოგადო მოღვაწე, წიგნის გამომცემელი, ხაბაზი. ექვსიდან თერთმეტ წლამდე სოფელ მუხლში იობა მწყემსად იდგა თანასოფლელ ბიჭებთან ერთად. 1884 წელს უფროსმა ძმამ თბილისში წამოიყვანა და საკუთარ სახაბაზოში დააყენა. თავისუფალ დროს იობა წიგნების კითხვასა და თვითგანათლებას ანდომებდა. ათი წლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა და ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ 1906 წელს მამასახლისად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან გაიყვანა სასოფლო გზები, ააშენა ხიდები, ბარის ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადააკეთა, დააარსა სოფელ მრავალძალის სამრევლო სკოლა. თბილისში დაბრუნებული იობა საზოგადო მოღვაწეობაში ჩაება. დიდ მფარველობას უწევდა რაჭიდან ჩამოსულ მოძმეებს, ამიტომ ხუმრობით "რაჭველების კონსულს" ეძახდნენ. იძენდა საუკეთესო წიგნებს და რაჭის სამკითხველოებს უგზავნიდა. საკუთარი ფულით გამოსცა ზაქარია ჭიჭინაძისა და ივანე ჭიჭინაძის წიგნები. იობა ისაკაძე შეხვდა აკაკი წერეთელს და მიზნად დაისახა მგოსანი მთელი რაჭისათვის გაეცნო. მისი ინიციატივით დაარსდა აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის კომიტეტები თბილისში, ქუთაისსა და რაჭის მაზრის თითქმის ყველა დაბასა და სოფელში. გაითვალისწინეს, რომ ეს ზეიმი კარგად გაშუქებულიყო პრესაში, ასახულიყო ფოტოგრაფიულად და, რაც ყველაზე მთავარია, სინემატოგრაფზე გადაღებულიყო. მოგზაურობა 12 დღეს გაგრძელდა და გადაიქცა ნამდვილ სახალხო და ეროვნულ დღესასწაულად. ამ მოვლენის შესახებ კინოოპერეტორმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წლის 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე". სწორედ დოკუმენტური კინოხელოვნების ამ უნიკალურმა ძეგლმა ჩაუყარა საფუძველი ქართული კინოს სახელოვან ისტორიას. რაჭა-ლეჩხუმიდან დაბრუნებისთანავე იობა ისაკაძე შეუდგა აკაკის მოგზაურობაზე წიგნის გამოცემას, მაგრამ არ დასცალდა, 1913 წლის 25 მაისს თონეში გაჩენილი ხანძრის დროს მიღებული დამწვრობისაგან გარდაიცვალა. თბილისიდან დიდი პატივით გააცილეს უკანასკნელ გზაზე და მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. იობას ტრაგიკული დაღუპვით შეწუხებულმა აკაკიმ "იობა ისაკაძის ეპიტაფია" დაწერა და სურვილი გამოთქვა, საფლავზე ამ წარწერიანი ქვა დაედო, მაგრამ ვეღარ მოასწრო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.