მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 არსენ იყალთოელი (XI-XII) http://s42.radikal.ru/i096/0901/c0/5cccff88a8f9.jpg სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი. წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. იქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ მთაზე (სირიაში), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ კი ჩამოსულა სამშობლოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად, დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით, არსენს იყალთოელს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ კი იყალთოს მონასტერში დამკვიდრებულა. არსენ იყალთოელმა თარგმნა და ერთ კრებულში "დოგმატიკონში" გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები, დოგმატურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები და სხვა. ამ თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო შენიშვნებსა და კომენტარებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომისის მცოდნედ, "ანატომიკოსად". მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი". არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკურ საკითხების გადაწყვეტას. მისი პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტოტელიზმის მიმდევარია. არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი არსენ იყალთოელს არსენ ბერთან აიგივებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.