მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 იშხნელები http://s46.radikal.ru/i112/0901/79/d1139dbbc19f.jpg ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი. ვოკალური კვარტეტი დების: ნინო, თამარ, ზინაიდა, ალექსანდრა იშხნელების შემადგენლობით. 1955-დან ალექსანდრა იშხნელი შეცვალა მისმა დამ მარიამმა. ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში. ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორია ("არც ჰოს ამბობ, არც არას", "შენ აყვავდი, ქართლო მეტად", "ახალი წელი", "არ დაიჯერებ"). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს მათ მიენიჭათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება, 1965 წ. მარიამ იშხნელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი ასევე ცნობილია, როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.