მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 დავით კაკაბაძე (1889-1952) http://i018.radikal.ru/0901/92/10812913d02b.jpg ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი. დაიბადა სოფელ კუხში. სკოლაში სწავლის დროს უკვე ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. იმავე დროს მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. სტუდენტობის წლებშივე დაიწყო ძველი ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში 1918 წლამდე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში დახატული პეიზაჟები, სამი ავტოპორტრეტი: "ავტოპორტრეტი სარკესთან", "ავტოპორტრეტი ბროწეულით", "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", აგრეთვე დედისა და ძმის პორტრეტები. რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც. შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. მის კომპოზიციას ახასიათებს ნათელი კლასიკური ტექტონიკურობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია სურათი "იმერეთი-დედაჩემი". ამავე პერიოდში შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატურმორტი". 1919 წლიდან 1927 წლამდე დავით კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, სადაც ყოველ წელს მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ მან ამერიკაშიც მოაწყო თავისი სურათების გამოფენა. კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს. ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება, ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს, მეორე მხრივ - უსაგნო სურათებსა და კოლაჟებს. საინტერესოა, რომ საფრანგეთში ის მუშაობდა სტერეო კინოს გამოგონებაზე. მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კ. მარჯანიშვილის მიწვევით, მუშაობა დაიწყო თეატრში. გააფორმა სპექტაკლები: "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ", "ყვარვარე თუთაბერი" და სხვა. ასეთივე წარმატებით მოღვაწეობდა შემდგომ რუსთაველის თეატრსა და ოპერისა და ბალეტის თეატრში. მუშაობდა ფილმებზე: "მარილი სვანეთს" და "დაკარგული სამოთხე". 1928-48 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.