მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 პოლიკარპე კაკაბაძე (1893-1972) http://s56.radikal.ru/i153/0901/91/b7dbe127ecce.jpg ქართველი დრამატურგი. დაიბადა ხონის რაიონის სოფელ კუხში. 1911 წელს დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი მოთხრობა "ბრძენი მოქანდაკე" 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება". ამას მოჰყვა პიესები "გზაჯვარედინზე", "ლისაბონის ტუსაღები" და სხვა, რომლებიც წარმატებით იდგმებოდა სხვდასხვა თეატრების სცენებზე. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ავტორს პიესამ "ყვარყვარე თუთბერი", რომელშიც გენიალურადაა ასახული ისტორიულ ქარტეხილებში ამოტივტივებული მედროვის სახე. ამ პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაღებულია მხატვრული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს დოდო აბაშიძე ასრულებს. პოლიკარპე კაკაბაძე ავტორია კიდევ არაერთი პიესისა: "კახაბერის ხმალი", "მეფე დიმიტრი თავდადებული", "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" და სხვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.