მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 გივი კარტოზია (1929-1998) http://i012.radikal.ru/0901/e0/c80deaf22a32.jpg ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მელბურნის (1956) ოლიმპიადის ჩემპიონი და რომის (1960) ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. დაიბადა ქ. თბილისში. 1954 წელს დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი. გივი კარტოზია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 1953 წელს ნეაპოლში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ იგი კიდევ ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. გამარჯვება მოიპოვა სტუდენტთა IX და X მსოფლიო თამაშებზე. ოთხჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. გივი კარტოზია გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, დიდი ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. გივი კარტოზიას მიენიჭა საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის წოდება. მის შესახებ გამოცემულია წიგნი - "ფალავანთფალავანი". არსებობს მისი სახელობის ტურნირი ჭიდაობაში, მისი სახელობის ჭიდაობის სპორტული დარბაზი. მისი სახელობისაა აგრეთვე თბილისის სპორტის სასახლე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.