მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 კრისტოფორო დე კასტელი (XVII საუკუნის I ნახევარი) http://s59.radikal.ru/i163/0901/9a/81efd739bb98.jpg იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მოღვაწეობდა XVII საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში. საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ პირველთან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა. იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება. ამ პერიოდში მან მრავალი საინტერესო ჩანახატი გააკეთა, რომელიც ორ ალბომში იყო შესრულებული. ერთი ალბომი კრისტოფოროს იტალიაში დაბრუნებისას განადგურდა, მეორე კი დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში და 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა, მანვე ჩამოიტანა საქართველოში ჩანახატების ნაწილის ფოტოფირები. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.