მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 კორნელი კეკელიძე (1879-1962) http://s56.radikal.ru/i154/0901/da/6ddc02deb2b7.jpg ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა იმერეთის სოფელ ტობანიერში. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კ. კეკელიძე იყო თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრას. იყო სიბრძნისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელი, პრორექტორი, კურირებდა უნივერსიტეტთან არსებულ სიძველეთსაცავს. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 წელს ჟურნალ "მწყემსში" დაიბეჭდა. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს და სხვა ქვეყნის მეცნიერებსაც გაუღვივა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კ. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათსა და სვანეთში დაცული ქართული ხელნაწერები. მისი რედაქციით გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი. განუსაზღვრელია მისი ღვაწლი ტექსტოლოგიაში - გამოსცა "აბო თბილელის წამება", ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" და ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლები. კორნელი კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც. აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა საკითხების შესახებ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. გარდაიცვალა 1962 წელს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ეზოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.