მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 მიხეილ კვესელავა (1913-1995) http://s61.radikal.ru/i172/0901/97/889cb0937b08.jpg მიხეილ კვესელავა 1942 წლიდან იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, ხოლო 1945-46 წლებში მონაწილეობდა მთავარ სამხედრო დამნაშავეთა პროცესზე ქალაქ ნიურნბერგში. 1946 წლიდან კვესელავა ლექციებს კითხულობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ის იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და სხვა. მიხეილ კვესელავა ავტორია მრავალი მონოგრაფიისა. დასავლეთ ევროპული ლიტერატურული აზროვნების ფართო პანორამის შემცველი გამოკვლევაა მისი ორტომიანი ნაშრომი "ფაუსტური პარადიგმები". ასევე, მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილი ტრილოგია "ას ერგასი დღე", მონოგრაფია "პოეტური ინტეგრალები", რომელშიც განხილულია გალაკტიონის პოეზიის ძირითადი ტენდენციები და სხვა. დაჯილდოებულია მეორე სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.