მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 ვახტანგ კოტეტიშვილი (1893-1937) http://s47.radikal.ru/i115/0901/74/b4d83ccbb9ba.jpg ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე. დაიბადა სოფელ დიდ თონეთში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იქვე დაიწყო თავისი პედაგოგიური მოღვაწეობა. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ჯერ ფოლკლორის, შემდეგ კი მისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. იყო მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქტორი. საქართველოს ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი, ქართველ მხატვართა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე. პირველი ლიტერატურული წერილი 1912 წელს გამოაქვეყნა და არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებას ეხებოდა. შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია. იყო იმ დროს პოპულარული ლიტერატურული დაჯგუფების "აკადემიური მწერლობის კავშირის" წევრი. ვ. კოტეტიშვილმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ფოლკლორის მეცნიერულ კვლევას. აწყობდა ექსპედიციებს, საქართველოს მუზეუმთან ჩამოაყალიბა ფოლკლორის განყოფილება. მას ეკუთვნის მრავალი გამოკვლევა ფოლკლორისტიკასა და მითოლოგიაში. 1934 წელს გამოსცა ქართული "ხალხური პოეზიის" I ტომი. 1937 წელს ემსხვერპლა სტალინურ რეპრესიებს, დასაფლავების ადგილი უცნობია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.