მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 ვიქტორ კუპრაძე (1903-1985) http://s44.radikal.ru/i103/0901/c5/cde3684af5c3.jpg ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შემდეგ იქვე განაგრძო მუშაობა. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრას, აგრეთვე უნივერსიტეტის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრას. ომის დროს მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, შემდეგ იყო განათლების მინისტრი. საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1954-62 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. საქართველოს მათემატიკური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი (1962-66). მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ვიქტორ კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია დრეკადობის, სტაციონარული რხევების, სტატიკისა და დინამიკის ძირითადი და საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანები. შეისწავლა სინგულარულ-ინტეგრალურ და ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიის საკითხები. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით, აგრეთვე სხვა ორდენებითა და მედლებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.