მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 დავით III დიდი კურაპალატი (961-1001) http://s45.radikal.ru/i107/0901/fb/20f237d6f901.jpg ტაოს მეფე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. ფლობდა სამხრეთ ტაოს, ანუ იმიერტაოს, ბასიანის და მომიჯნავე სომხურ თემებს. დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის - ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაიბა ფართო ეკონომიკური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, სადაც ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის სამხედრო ოპერაციებში. 979 წელს დავით დიდი კურაპალატი დაეხმარა იმპერატორ ბასილი II-ს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამისათვის იმპერატორმა მას სამმართველოდ გადასცა "ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი" მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს კურაპალატს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ალბათ, ამ მიზეზით უნდა იყოს განპირობებული 988 წელს დავით III-ის ბრძოლა ბასილი II-ის წინააღმდეგ, აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დავით კურაპალატი იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. 998 წელს დავით III-ის წინააღმდეგ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დიდმა კურაპალატმა ისინი დაამარცხა. დავით III დიდი კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.