Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლაშქაროვი (1739-1814)


Recommended Posts

სერგეი ლაშქაროვი (1739-1814)

 

http://i008.radikal.ru/0901/d8/fbfb58eaf0ce.jpg

 

რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი დიპლომატი.

 

სერგეი ლაშქაროვი იყო ვახტანგ VI ამალასთან რუსეთში გადახვეწილი ლაშქარ (იგივე ლაზარე) ბიბილურის ვაჟიშვილი. მას ქართულ და რუსულ ენებთან ერთად კარგად სცოდნია ფრანგული, თურქული, იტალიური, არაბული, სპარსული, ძველი და ახალი ბერძნული, სომხური ენები.

 

1762 წელს ლაშქაროვი გაამწესეს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ კი - რუსეთის კონსტანტინეპოლის საელჩოში, სადაც იყო საელჩოს მრჩეველი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ის ასევე იყო პირველი კონსული დუნაის სამთავროებში.

 

ლაშქაროვი მონაწილეობდა სხვადასხვა საზავო მოლაპარაკებებში. აღსანიშნავია მისი დიდი როლი ყირიმის სახანოს რუსეთთან შეერთების საქმეში, რისთვისაც დიპლომატს ეკატერინე მეორემ კანცლერ-მრჩეველის წოდება მიანიჭა.

 

ხაზგასასმელია მისი მონაწილეობა რუსეთ-საქართველოსა და რუსეთისა და კავკასიელ მთიელთა ურთიერთობის საქმეში. ის იყო მთავარი მრჩეველი საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხშიც.

 

1807 წლიდან ლაშქაროვი გაიგზავნა მოლდავეთისა და ვლახეთის სამართავად, სადაც მან უდიდესი მზრუნველობა გამოიჩინა ადგილობრივი კათოლიკური მოსახლეობის მიმართ, რისთვისაც რომის პაპის მადლობა დაიმსახურა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...