მდა Posted January 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2009 ძუკუ (პორფილე) ლოლუა (1887-1924) http://s43.radikal.ru/i102/0901/18/4ce590affbfe.jpg ქართველი ხალხური მომღერალი, ლოტბარი და პედაგოგი. აღიზარდა ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახში (დედა - მეჩონგურე, მამა - მომღერალი). 1897-98 წლებში ლოლუამ ჩამოაყალიბა ხალხური გუნდი და 1903 წლამდე მართავდა კონცერტებს დასავლეთ საქართველოს დაბებსა და ქალაქებში. მან გამოამზეურა და თავისი გუნდის რეპერტუარში შეიტანა მრავალი მეგრული ხალხური სიმღერა. 1911 წლიდან ლოლუამ მოღვაწეობა სოხუმში განაგრძო, რითაც საფუძველი ჩაუყარა საგუნდო ხელოვნების განვითარებას აფხაზეთში. 1917 წელს ლოტბარი პირველად ეწვია და კონცერტი ჩაატარა თბილისში, რის შემდეგაც აღმოსავლეთ საქართველოში იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ ლოლუას მრავალმხრივმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში მუსიკალური ფოლკლორის განვითარებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.