Jump to content
Planeta.Ge

ნიკო ლომოური (1852-1915)


Recommended Posts

ნიკო ლომოური (1852-1915)

 

http://s49.radikal.ru/i123/0901/fe/b3b94c045c29.jpg

 

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

 

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1875 წლიდან კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ კი - გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.

 

მწერლის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა. ნიკო ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა" და რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევის ზეგავლენით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდგომდროინდელი სოფლის ყოფა. მწერალი გლეხობის მძიმე ხვედრის მემატიანე იყო, ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად მას სწავლა-განათლება მიაჩნდა, რადგან გლეხის გაუნათლებლობა და ცრურწმენა ხელსაყრელ პირობას უქმნიდა ყველა ჯურის ექსპლუატატორს ("ალი", "ქაჯანა", "პაწია მეგობრები" და სხვა).

 

ლომოურის კალამს ეკუთვნის ასევე ისტორიული ხასიათის მოთხრობები, პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, ლექსები და სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...