Jump to content
Planeta.Ge

ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)


Recommended Posts

ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)

 

http://s58.radikal.ru/i160/0901/c3/ffa2d8adcc90.jpg

 

ქართველი მწერალი.

 

ნიკო ლორთქიფანიძე დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, მაგრამ საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა და ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, საიდანაც მოკლე ხანში იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1902 წელს ნიკო ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ლეობენის სამთო აკადემიაში ჩაირიცხა.

 

1907 წელს ისე, რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, ლორთქიფანიძე სამშობლოში დაბრუნდა. მომდევნო წლებში ის გერმანულ ენას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, იყო რედაქტორი ჟურნალისა "ერი", რომელიც ხელისუფლებამ ეროვნული პოზიციის გამო დახურა.

 

1925 წლიდან ნიკო თბილისში გადმოვიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო, პარალელურად ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობასაც. 1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი "ცხოვრება და ლიტერატურა". 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ "სამშობლოს" პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი - რედაქტორად.

 

ლიტერატურული მოღვაწეობა ნიკომ 1902 წლიდან დაიწყო. თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. მან იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა მწერალმა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრთა მრავალფეროვნებით. ლორთქიფანიძის კალამს ეკუთვნის რომანი "ბილიკებიდან ლიანდაგზე", პიესები, ნოველები და მოთხრობები, მაგრამ მისი მხატვრული ოსტატობა სრულყოფილად გამოვლინდა მცირე ჟანრის ნაწარმოებებში. მწერალი უფაბულო მინიატურების ჭეშმარიტი დიდოსტატია, პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ლორთქიფანიძის ღრმა ლირიზმით გამსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის გულისტკივილი ისმის ("საქართველო იყიდება", "მოლოდინში", "მრცხვენია", "რეკა" და სხვა).

 

ლორთქიფანიძის შედევრებად ითვლება ის სიუჟეტიანი ლირიულ-ეპიკური ნაწარმოებები, რომლებშიც მწერლის ყურადღების ცენტრშია ცხოვრების ბედ-უკუღმართობით დაჩაგრული უბრალო ადამიანი, პიროვნებები, რომლებიც "უძეგლოდ იკარგებიან" ("თავსაფრიანი დედაკაცი", "ტრაგედია უგმიროდ", "პატარა კაცი", "მარად და მარად", "სენტიმენტალური ნახატები").

 

ლორთქიფანიძის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს ("მრისხანე ბატონი", "ჟამთა სიავე", "რაინდები", "ქედუხრელნი"), რომლებიც მთლიანად მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ადექვატურად ასახავენ საქართველს წარსულს.

 

ნიკო ლორთქიფანიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, საიდანაც 1954 წელს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...