Jump to content
Planeta.Ge

ოთარ ლორთქიფანიძე (1930-2002)


Recommended Posts

ოთარ ლორთქიფანიძე (1930-2002)

 

http://s47.radikal.ru/i117/0901/8c/58760bd7a503.jpg

 

ქართველი არქეოლოგი, ანთროპოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი.

 

1957 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1966 წელს მას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო სამ წელიწადში პროფესორი გახდა. 1972 წლიდან იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1977 წლიდან ლორთქიფანიძის ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიული და არქეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. 1985 წელს აკადემიკოსის ინიციატივით დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). ოთარ ლორთქიფანიძე ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან ზოგიერთს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის პრემია, მათ შორის ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია (2000). ოთარ ლორთქიფანიძე არჩეული იყო პოლონეთის არქეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოების წევრად, კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (რომი) წევრად, ასევე გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის (ბერლინი) წევრ-კორესპონდენტად. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალის რედაქციებისა და კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...