მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 ალექსი მაჭავარიანი (1913-1995) http://i069.radikal.ru/0901/17/64b9a3c38606.jpg ქართველი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა ქ. გორში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1939 წლიდან იყო ამავე სასწავლებლის პედაგოგი, შემდეგ თბილისის მუსკომედიის თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. მის შემოქმედებაში გამოხატულია ამაღლებული ლირიკა და დრამატიზმი, რომელშიც ორიგინალურად არის შერწყმული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ინტონაცია და რიტმები. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ოპერები: "დედა და შვილი", "ჰამლეტი", ბალეტები: "ოტელო", "ვეფხისტყაოსანი", ორატორია, სიმფონიები, საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, საფორტეპიანო ციკლები და სხვა. ალექსი მაჭავარიანის მუსიკა ფილმებისათვის "აკაკის აკვანი" და "ორი ოკეანის საიდუმლო" დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მსმენელს ხიბლავდა მისი რომანსები: "ცისა ფერს", "არ დაიდარდო დედაო", წერდა მუსიკას დრამატული თეატრებისთვის. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.