Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ მახალდიანი (1911-1982)


Recommended Posts

ვახტანგ მახალდიანი (1911-1982)

 

http://s61.radikal.ru/i172/0901/42/4ccf245eb798.jpg

 

ქართველი მეცნიერი თბური ძრავების დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და პრეზიდიუმის წევრი (1954). საქართველოს სახელმწიფო პრემიის და გ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავისა და ორი "საპატიო ნიშნის" ორდენებით.

 

ვახტანგ მახალდიანმა 1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხანაში, რომლის მთავარი ინჟინერი გახდა 1934 წელს. 1938 წლიდან ის იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ფრონტზე.

 

ვახტანგ მახალდიანის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდაა გავრცელებული ძრავების მუშაობის მის მიერ დამუშავებული მეთოდები და თეორიები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...