მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 კოტე მახარაძე (1926-2003) http://i011.radikal.ru/0901/08/60080329ef07.jpg ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, პოპულარული სპორტული კომენტატორი დაიბადა 1926 წელს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში. 1970 წელს გადავიდა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც ითამაშა მრავალ სპექტაკლში, მათ შორის აღსანიშნავია ვერიკო ანჯაფარიძის მიერ 1972 წელს აღდგენილი ლეგენდარული სპექტაკლი "ურიელ აკოსტა", რომელშიც ურიელის როლს კოტე მახარაძე ასრულებდა, ხოლო ივდითის როლს, მისი მომავალი მეუღლე - სოფიკო ჭიაურელი. 1983 წელს გახდა მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი. აღსანიშნავია მისი, როგორც სპორტული კომენტატორის მოღვაწეობა. 1981 წელს მას მიჰყავდა ლეგენდარული მატჩი ფეხბურთში, ევროპის თასების მფლობელთა თასზე, თბილისის "დინამოსა" და "კარლ ცაისს" შორის, რომელშიც "დინამომ" გამარჯვება მოიპოვა. არსებობს მისი სახელობის თასის საფეხბურთო ტურნირი, აგრეთვე მისი სახელობის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი. გარდაიცვალა 2003 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.